17:45 - 23 May, 2019
2019-05-15 19:56:30, 142 ნახვა
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოსთან - ოპოზიციის ლიდერები და ჟურნალისტების ნაწილი შენობაში არ შეუშვეს

ზუგდიდის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა, ასევე „ძალა ერთობაშიას“ წევრი, გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის აქტივისტები იმყოფებიან. მათ საკრებულოში შესვლა სურთ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ.

როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადების დარეგისტრირებას აპირებდნენ. ისინი სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრისთვის, გია დანელიასთვის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობას ითხოვენ.

"ჩვენ მოვედით აქ, რათა დაგვერეგისტრირებინა მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული და უნდა განიხილოს საკითხი დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ეს ბატონი გახლავთ ის დანელია, რომელიც ყველამ ვნახეთ როგორ გეგმავს თავის კოლეგებთან ერთად ძალადობას, როგორ უნდა განახორციელოს საარჩევნო ტერორი, მუქარა, შანტაჟი, თუკი ეს ყველაფერი არ გაამართლებს უნდა მოხდეს რიგი პირების გატაცება. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანიო და ბატონი სამხარეო პოლიციის უფროსი აკავებდეს დამნაშავეებს, ეს ადამიანები არიან თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ინტერესებს დაშორებული კილომეტრობით და არიან ივანიშვილ-გახარიას მორჩილებაში, მათ მოქალაქეებთან მისასვლელი პირი არ აქვთ. უფრო მეტი მოქალაქეა განწყობილი,რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობიანი გზით წავიდეს“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და ე.წ. მაყურებლების ჩართვაზეა საუბარი. ტელეკომპანიის ცნობით, კადრში „ქართული ოცნების“ წევრი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ფიგურირებს. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია, თუმცა „რ2“-ის ინფორმაციით, ის წინასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული. რაც შეეხება თავად გია დანელიას, ის აცხადებს, რომ კადრები ფალსიფიცირებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics