სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
00:11 - 25 May, 2019
2019-05-15 13:45:15, 228 ნახვა
პროკურატურა: 2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 17 პირის მიმართ, - ამის შესახებ პროკურატური ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება.

"საქართველოს პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სამმართველომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 5 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო 6 ფიზიკური პირის და 1 იურიდიული პირის მიმართ. 

„საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ყადაღა იქნა დადებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე: 2018 წელს - 17 522 495 ევრო, 21 183 776 აშშ დოლარი, 16 629 ლარი, 142 834 ფუნტ სტერლინგი და 6 357 835.91 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (დაახლოებით 125 000 000 ლარი); რაც შეეხება ჩამორთმეული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ოდენობას: 2018 წელს - 1 საცხოვრებელი ბინა, 7 ავტომანქანა, 690 000 ლარი, 199 975 ფრანკი, 37 899 აშშ დოლარი“,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ანგარიშში.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics