17:08 - 23 May, 2019
2019-05-15 13:48:08, 187 ნახვა
თურნავა: ყაზახურ მხარესთან ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ საუბარი მიმდინარეობს

„ყაზახეთი ჩვენი ტრადიციული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ნებას, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ არამარტო ორმხრივ ვაჭრობაზე და სატრანსპორტო მიმოსვლის გაფართოებაზე, არამედ ერთობლივ ინვესტიციებზეც", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, საქართველო  ყველა ინვესტორსა და მათ შორის ყაზახეთის წარმომადგენლებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.

მისივე თქმით, ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს, მათ შორის ლოგისტიკის, ვაჭრობის და გადამუშავების სფეროში.

„გადამუშავების სფეროს რაც შეეხება -  ყაზახეთს ამოცანა აქვს, თავისი სანავთობო და ნავთობგადამამუშვებელი ინდუსტრიის დივერსიფიკაცია მოახდინოს და გადამუშავების შემდგომი ეტაპები და მასთან დაკავშირებული წარმოებები, მაგალითად - ნავთობქიმია და გაზოქიმია ერთობლივად განავითაროს , მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქართულ-ყაზახურმა მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი და შესაბამისად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა  ორი მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი -   სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზაციისა და ხელშეწყობის, ასევე ტვირთბრუნვის გაფართოებისა და დამატებით საექსპორტო-საიმპორტო საქონლის გამოვლენის მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა - სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ამ თემაზე იყო  ძალიან პროდუქტიული საუბარი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics