11:20 - 27 May, 2019
2019-05-15 11:23:31, 175 ნახვა
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო  და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა  და შიდა ქართლის რეგიონებში  მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის,  აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.

„აგროსექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრი ფერმერი ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რომლის მიზანი  ფერმერებისთვის რისკების შემცირება და შემოსავლის შენარჩუნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის დახვეწისა და მასშტაბის ზრდის მიმართულებით. სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დახმარების მიზნით, სამინისტრო მზად არის აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში“, -  აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული  თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.

მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა  და შიდა ქართლის რეგიონებში  მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169-მა ბენეფიციარმა (150-მა კახეთის რეგიონიდან, 19-მა - გორის მუნიციპალიტეტიდან) მიმართა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  ასევე იმსჯელეს აგროსექტორში სადაზღვევო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით აგროდაზღვევის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატების საკითხებზე. 

საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან  გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით,  საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217  პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics