სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:55 - 24 May, 2019
2019-05-15 10:59:05, 159 ნახვა
პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართება

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება 15 მაისს, 14:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება.

თბილისის კულტურის პოლიტიკაში გაჩნდა ახალი მიმართულება, რომელიც ინოვაციური პროექტების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

პროგრამის მთავარი ამოცანაა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება.

პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებ გვერდის www.tbilisi.culture.gov.ge მეშვეობით. პროგრამისთვის შექმნილ ახალ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics