სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:26 - 24 May, 2019
2019-05-15 10:37:05, 161 ნახვა
ციფრული ტენდენციები ფინანსურ ბაზარზე

2019 წელი ფინანსურ ბაზარზე დიდი ცვლილებების და ქარტეხილების წელიწადად არის მიჩნეული და ამის მთავარ მიზეზად გაციფრულების ძალიან სწრაფად მზარდი ტენდენცია სახელდება.  დიდი ორგანიზაციები აღმოჩნდებიან საკმაოდ ძლიერი გამოწვევების წინაშე, რაც მათ აიძულებს გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, შეცვალონ გრძელვადიანი სტრატეგია და კონკურენტები დაინახონ მცირე ზომის   კომპანიებსა და ფინტექ სტარტაპეპში, რადგან სწორედ ეს უკანასკნელნი უფრო  მარტივად ერგებიან თანამედროვე ტენდენციებს, თვითონვე ქმნიან ტრენდებს, სწავლობენ მომხმარებლის და სამიზნე აუდიტორიის    ყოველ ქმედებას, რაც მათი პროდუქტის მოხმარებასთან არის დაკავშირებული. 

2019 წლის ტენდენციები

„გაციფრულება" ეს არის ცვლილებების დიდი ჯაჭვი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმართულებას უცვლის  მომხმარებლის ქცევას, სოციალურ გარემოს, ეკონომიკას, ბიზნესს და საერთოდ ყველაფერს. გაციფრულებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ყველაზე ხელშესახები  უპირატესობა კი სისწრაფეა: ტექნოლოგიები ხელს გვიწყობენ სწრაფად მივიღოთ ტრადიციული მომსახურება ალტერნატიული გზებით. სწრაფი სესხები ამის კარგი მაგალითია, რამოდენიმე წუთში, დისტანციურად შეგვიძლია  ავიღოთ სესხი  და ასევე დისტანციურად დავაბრუნოთ ნასესხები თანხა უკან.

გაციფრულება მომავალია! 2019 წელს ფინანსურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება შემდეგი მიმართულებები:

·         მობაილბანკი

·         მობილური გადახდები

·         ინტერნეტ ბანკი

·         მობილური აპლიკაციები

·         BIG DATA -მონაცემთა შეგროვება და დამუშავება

·         ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა

ხელოვნური ინტელექტი

2019 წლის ყველა ციფრულ ტენდენციაში მნიშვნელოვანი  ადგილი ხელოვნურ ინტელექტს უჭირავს, რომელიც ადამიანური ინტელექტის სიმულაციას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კომპიუტერულ სისტემაში, აპლიკაციებსა და პროგრამებშია „დაბუდებული".

 

როდესაც ონლაინ სესხის აღებას ვცდილობთ, სესხის განაცხადს ვავსებთ რომელიმე ვებ-გვერდზე და პასუხს რამდენიმე წუთში, ხშირად კი რამდენიმე წამში ვიღებთ, რთული წარმოსადგენია, ვებ-გვერდის უკან იჯდეს ადამიანების ჯგუფი, რომელიც წამებში ახერხებს ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამუშავებას და გადაწყვეტილების მიღებას, გვეკუთვნის თუ არა სესხი. ამ პროცესს სრულად მართავს  ხელოვნური ინტელექტი: მაგალითად, თიბისი ბანკის ციფრულ პლატფორმაზე, tbccredit.ge სესხის განაცხადს, სრულად ავტომატურ რეჟიმში   ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს, ამას გარდა, ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს  მომხმარებლის ქცევის შესწავლაში, მომხმარებლის სეგმენტაციასა და სეგმენიტრებული შეთავაზების განხორციელებაში - ყველაფერი ეს კი ქმნის მომხმარებლისთვის უკეთესს და მის საჭიროებაზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას.

2019 წლის საინტერესო ტრენდია wealth bot-ები, ე.წ. „სიმდიდრის", „კეთილდღეობის" ბოტები: ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით გვაძლევს რჩევას: რა ტიპის ინვესტიცია განვახორციელო? სად მოვახდინო ჩემი ფინანსური რესურსების ალოკაცია? რა საპროცენტი განაკვეთი დამიწესდება სესხის აღებისას?რომელი სესხის გამცემი ორგანიზაცია იქნება ჩემთვის შესაფერისი და რომელი სასესხო პროდუქტი მჭირდება მე? სწრაფი სესხი მჭირდება თუ სამომხმარებლო, რატომ მაქვს სესხი  მეგობრისგან განსხვავებულ საპროცენტო განაკვეთში, ამ და სხვა მრავალ კითხვას მალე პასუხს   მრჩეველი ბოტი გასცემს, რომელიც 2019 წლის მნიშვნელოვანი მსოფლიო ტრენდი და ბევრი კომპანიისთვის კონკურენტული უპირატესობის განმაპირობებელი იქნება.

გაციფრულების    მსოფლიო ტრენდებს     არც ქართული ფინანსური ბაზარი  ჩამორჩება. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ,  ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ  მეხუთედ  დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ  კორპორატიული სეგმენტისთვის. გარდა ამისა,  თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტბანკი  აღიარეს წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. მომდევნო წლებში თავად შეგვეძლება შევაფასოთ და შევიგრძნოთ კიდევ უფრო მეტი ცვლილება   ბაზარზე და მივიღოთ კიდევ უფრო მარტივი და ჩვენს საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

 

  

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics