სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:58 - 24 May, 2019
2019-05-14 16:03:38, 219 ნახვა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ზუგდიდის ინციდენტზე: ძალადობის ფაქტები სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ოლო დღეებში ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს ეხმაურება. 

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სავარაუდო კანონდარღვევებმა შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

"14  მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება  ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი.

გარდა ამისა, 13 მაისს „რუსთავი 2”-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

მოვუწოდებთ: სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში; პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს", - აღნიშნულია განცხადებაში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics