სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:53 - 24 May, 2019
2019-05-14 15:39:45, 193 ნახვა
გარემოს დაცვის სამინისტრო - ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის განხორციელებაში ხელს უწყობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებაზე ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის  დანერგვის  ხელშეწყობის გზით.

უწყების ცნობით, ნარჩენების მართვის სექტორში ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შექმნაში,  შესაძლებლობების გაძლიერებაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რითიც ხელს უწყობს ნარჩენების გადაყრის პრაქტიკიდან რესურსების ხელახლა გამოყენებასა და რეციკლირებაზე გადასვლას. ევროკავშირი განაგრძობს აღნიშნულ დარგში საქართველოს დახმარებას. 

„2019 წლის 14 მაისს ევროკავშირმა საქართველოში დაიწყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შემდგომ განვითარებაში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

 ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტებში;

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების განხორციელებისა და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

ნარჩენების შესახებ მონაცემების ინტეგრირებული მართვის ეროვნული სისტემის შექმნა.

პროექტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმებისა და ნარჩენების მართვის სისტემაში მათი ამოცანების შესრულების კუთხით (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სახიფათო ნარჩენები და სხვ.), დაეხმარება შესაბამის უწყებებს  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებაში, ხოლო დაინტერესებულ მხარეებს - აღნიშნული სისტემის პრაქტიკულად განხორციელებაში. პრო-ექტი, ასევე, ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემის შემდგომ განვითარებას და გააანალიზებს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას ცირკულარული ეკონომიკის ჭრილში, მომავალში ნარჩენების, როგორც რესურსის გამოყენების უზრუნველსაყოფად.  

ეს ახალი ინიციატივა საქართველოს დაეხმარება ნარჩენების მართვის დარგში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

პროექტს ახორციელებს დანიური კომპანია NIRAS A/S.

პროექტის პირველ შეხვედრაზე ხატია წილოსანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდე დარასმა, ატაშემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირების, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, და პროექტის გუნდმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სხვა პროექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს წარუდგინეს პროექტი და განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები. 

საქართველოს მთავრობამ და ევროკავშირმა 2014 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში, ხელი მოაწერეს სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, და მისი  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი, ქმნის ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საფუძველს.

რაც შეეხება გარემოსდაცვით სფეროს, სქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესრულებას, გარემოსდაცვით მმართველობას, ჰაერის ხარისხის დაცვას, წყლის ხარისხს და წყლის რესურსების მართვას, ნარჩენების მართვას, ბუნების დაცვას, სამრეწველო დაბინძურებას და სამრეწველო საფრთხეებს, ქიმიური ნივთიერებების მართვას, კლიმატსა და ტყეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics