17:35 - 23 May, 2019
2019-05-14 15:03:52, 213 ნახვა
გახარია - პოლიცია არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შს მინისტრმა, საზოგადოებას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ისე მარნეულში, ისე ზესტაფონში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციით გადავწყვეტთ რა ძალებით უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიცია ყველა ლოკაციაზე. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც  ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვეტთ. ახლა რაც შეეხება ძირითად ნაწილს,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ თავიანთ არჩევანის და აზრის გამოხატვას თავისუფალ და მშვიდ გარემოში“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics