07:11 - 23 May, 2019
2019-05-14 14:35:54, 162 ნახვა
თალაკვაძე სამადაშვილს - თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს არ გაუკეთებიათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უმცირესობის დეპუტატებს  სალომე სამადაშვილს და გიორგი კანდელაკს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა".

„საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა - ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გააკეთა. განსაკუთრებით მინდა მივაპყრო ჩვენი კოლეგების - ქალბატონი სამადაშვილისა და ბატონი კანდელაკის ყურადღება ამ განცხადებაზე. ერთი იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც კი არ უგრძვნია და დღეს ისევ აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად, თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, მისი თქმით, გიორგი კანდელაკს, რომელიც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება ხოლმე, არ შეუუფასებია სააკაშვილის განცხადება, სადაც ის დასავლეთს რუსეთს ადარებს და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში ადანაშაულებს.

„გიორგი კანდელაკს, მაშინ, როდესაც ბევრ არარსებულ საკითხს ეხმაურება  და ევროპას ატყობინებს ხოლმე, ერთი განცხადება და შეფასებაც კი არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. ეს არის თქვენი რეალობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics