07:58 - 23 May, 2019
2019-05-14 14:06:01, 242 ნახვა
ლომჯარია მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე: სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს მყარი არგუმენტები ამ საქმეზე

სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, დადოს ძალიან მყარი არგუმენტები, - ასე გამოეხმაურა სახლახო დამცველი, ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდს.

როგორც მან განაცხადა, ომბუდსმენის აპარატმა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო უწყებას აღნიშნულის საქმის ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

„შეწყალების უფლება ეს არ არის უფლება. ეს არის პროცედურა და ადამიანის უფლებების ჭრილში ვერ განვიხილავთ შეწყალების პროცედურას. თუმცა, რაც შეეხება მისი საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ინტერესით და ყურადღებით, მის აღსრულებას დააკვირდება სტრასბურგი და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარი არგუმენტები“, - განმარტა ნინო ლომჯარიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics