07:10 - 23 May, 2019
2019-05-14 12:56:34, 163 ნახვა
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან არის დაგეგმილია. კერძოდ,  ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების, ასევე თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების თვალსაზრისით.

„ლატვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

მისი განცხადებით, ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში და აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს.

ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. 

 

  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics