08:21 - 23 May, 2019
2019-05-14 12:42:01, 170 ნახვა
ვოლსკი - ენმ-ს განცხადებები, რომ ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, მათი ფანტაზიის ნაყოფია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენეტების განცხადებები, რომ ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, მათი ფანტაზიის ნაყოფია.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სანდრა რულოვსს გამარჯვების დაბალი შანსი აქვს.

„საერთოდ ფულის დარიგება, მით უმეტეს მასიური დარიგება არ იმალება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, ანდა სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს. ფაქტია, რომ სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს და რასაკვირველია ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი და არა აღიარება იმისა, რომ მათმა კანდიდატმა წააგო. დრამატიზება არ მომწონს მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ ანალიზიც სიღრმისეული კეთდება საზოგადოების მხრიდან.  ვფიქრობ,რომ პირველივე ტურში იქნება გამარჯვება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics