სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:33 - 24 May, 2019
2019-05-14 11:17:49, 281 ნახვა
ჰეროინის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰერონის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულები ე.თ. და ნ.ა. დამნაშავეებად ცნო.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0,5057 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2018 წლის 14 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჯგუფურად, 500 ლარად უკანონოდ გაასაღეს.

„სამართალდამცველებმა ე.თ. და ნ.ა. 2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და  მე-5 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით  (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

აღსანიშნავია, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ ასევე სხვადასხვა დროს ნარკოტიკული დანაშაული ჩაიდინეს. ე.თ.-მ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), ხოლო ნ.ა.-მ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), რისთვისაც მათ აღნიშნული მუხლებით  ბრალდება წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.თ. და ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით, ორივეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics