08:09 - 23 May, 2019
2019-05-13 21:52:42, 214 ნახვა
დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა

 სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე  გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“ -ს  აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.
საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის საკონტეინერო გემების  მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე  მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. 
შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და „FRANCO COMPANIA NAVIERA“ შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი  და  საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა. 
ამასთან,  2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე,  უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics