სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
23:48 - 24 May, 2019
2019-05-13 16:19:42, 232 ნახვა
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია გამარტივდა

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია გამარტივდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამარტივებული ფორმატით რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

რეგისტრაცია 13 მაისიდან  დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. 

მასწავლებლობის მსურველებს აღარ მოუწევთ პარალელური რეგისტრაციის გავლა, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებში პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას გულისხმობდა.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი,  ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი  საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს  მასწავლებლის  საქმიანობის  მიზნებისათვის. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში  მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს.  ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს.  კონსლუტაციები შეეხება  რეგისტრაციის პროცესსა და  საგამოცდო პროცედურებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics