17:27 - 27 May, 2019
2019-05-13 15:53:02, 238 ნახვა
შალვა კიკნაველიძე ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის  მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შალვა კიკნაველიძე ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა. მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებს შალვა კილნაველიძე.

 იგი ადასტურებს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან შეხვედრის ფაქტს და ამბობს, რომ შეხვედრა სწორედ რობაქიძის ინიციატივით გაიმართა. კიკნაველიძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრა.

"გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა მისივე სურვილით და მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, მითუმეტეს ზესტაფონელს. რაც შეხეება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია",- განმარტა შალვა კიკნაველიძემ.

 იგი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ამომწურავი პასუხი გასცეს შესაბამის უწყებებს. ასევე, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ შალვა კიკნაველიძე ცილისწამებისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

 მისივე თქმით: "გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა“.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics