18:13 - 27 May, 2019
2019-05-13 15:18:05, 373 ნახვა
ბათუმში ჟორჟ სიმენონის არქივში დაცული ბათუმის უცნობი ფოტოების გამოფენა და კონფერენცია გაიმართება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბათუმის ბულვარის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში  ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტურიზმის კერძო და საჯარო პირებთან, მოხდა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა, ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

„განსაკუთრებით საინტერესოა აჭარის რეგიონისთვის გამოცდილება, რომელიც ვალონიას სოფლად ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, ასევე სერვისის მიწოდებისა და ღონისძიებების მართვის კუთხით გააჩნია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზიტი ბელგიური მხარის მოწვევითა და დაფინანსებით განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მათ მზადყოფნას ოფიციალური თანამშრომლობისთვის. დაიგეგმა ორ რეგიონს- ვალონიასა და აჭარას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ქალაქ ლიეჟში შევხვდით ჟორჟ სიმენონის ფონდის ხელმძღვანელს, რომელმაც სიმენონის უნიკალური ფოტო-არქივის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ფონდი მწერლის მიერ გადაღებული ძველი ბათუმის და ბულვარის უნიკალური ფოტოების მფლობელია, რომელთა მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი.

მისი თქმით, ვალონიაში სოფლად არსებული სასტუმრო სახლები, ველო და საფეხმავლო მარშრუტები წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ მოდელს აჭარაში ტურიზმის აღნიშნული მიმართულებების განვითარებისთვის. ბელგიელ ნობელისტ მწერალ ჟორჟ სიმენონთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გეგმავს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის ფოტო არქივის შექმნას, თემატური გამოფენისა და კონფერენციის, ასევე ბათუმთან დაკავშირებული მწერლების ტურისტული მარშრუტის შექმნას და მასში სიმენონის შეყვანას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება აჭარისა და ვალონიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ოფიციალური მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics