სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:12 - 25 May, 2019
2019-05-13 14:46:20, 268 ნახვა
ბოკერია: ივანიშვილი გუნდში პოლიტიკური წონის არ მქონე ხალხს იკრებს და მერე მათი დამცირებითაა დაკავებული

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია   "ქართული ოცნების" განახლების საკითხს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით გუნდში, სადაც პოლიტიკოსებს მხოლოდ ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილი აერთიანებთ და პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ, განახლებაზე საუბარი შეუძლებელია.

"არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი,  არამედ როგორც მოქალაქე, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ არათუ რამის  განახლებას, საერთოდ რაიმე  ძვრასაც კი იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილია. იმ მოდელით, რაც მას აქვს და იმ პრინციპებზე აწყობილი, როგორიც ისინი არიან, ანუ უპრინციპობაზე, ანუ იმაზე, რომ  ამ ხალხს არაფერი არ აერთიანებს, გარდა ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილისა, აქ რაიმე ტიპის განახლებაზე საუბარი შეუძლებელია", განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა კომენტარი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა, რომ თითქოს მაია მიმინოშვილი "ქართული ოცნებისთვის" ახალ კადრებს დაატრენინგებს.

"მე ეს მიმაჩნია, ბრჭყალებში, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს სევდიანად სასაცილო ამბად, იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი მიმინოშვილი ვინ არის, რა კომპეტენცია აქვს, აქ საუბარია იმ  გუნდზე, რომელიც უნდა მოდიოდეს ამბიციით, რომ აქვს ერთიანი ხედვა, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს ან იმ გამოწვევებს უპასუხოს, რაც დგას. ამაში ვინმესი მომზადება, არ არსებობს. ეს  უნდა იყოს ხალხი, რომელიც  პოლიტიკურად თავის ფეხზე დგას, პოლიტიკური გუნდი ასე იქმნება.  ივანიშვილის მოდელი სრულიად საპირისპიროა, ის სპეციალურად  იკრიბავს გარშემო ხალხს, რომელთაც პოლიტიკური წონა არ უნდა ჰქონდეთ და მერე ყოველდღე მათი პოლიტიკური დამცირებითაა დაკავებული. ამიტომ,  არსებითი ცვლილების ვერანაირ შანსებს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეს არის მოდელი, რომელიც გულისხმობს, რომ გუნდი ივანიშვილის გარშემო  პოლიტიკური წონის არ მქონე, პოლიტიკურად არარსებული ადამიანებისგან უნდა იყოს შემდგარი.  ეს არის მისი ამოცანა და ასე ესმის მას საკუთარი ძალაუფლების გახანგძლივება, რაც ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის", განაცხადა გიგა ბოკერიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics