07:32 - 23 May, 2019
2019-05-13 14:06:32, 231 ნახვა
ბახტაძე: მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და პარტიაში გამოცდილებას გვიზიარებს

მაია მიმინოშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გამოცდილებას გვიზიარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პარტიის განახლება და ახალი სახეები ბუნებრივი პროცესია.

„ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი პარტიის განახლების, ამას მხოლოდ მივესალმები. ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც ობიექტურად მას აქვს. რაც შეეხება პარტიის განახლებას და ახალ სახეებს, ეს არის სულ სხვა თემა და ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი“,- განცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics