07:28 - 23 May, 2019
2019-05-13 13:18:00, 244 ნახვა
„შვილი თუ რძალი?“ - ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს გეგა შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? - ამ სიტყვებით ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის კულტურის სახლში დევნილებს სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა.

დეპუტატმა დევნილებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიას მხარდაჭრისკენ მოუწოდა.

„2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან.  ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას“, - აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics