11:22 - 27 May, 2019
2019-05-13 12:56:02, 199 ნახვა
ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.

პროექტზე - "Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation..." ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა "სიმონ სუბალისა" და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა.

"Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation..."-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე.  ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს - წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის - ასომთავრულის პროტოტიპებია.

ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell'Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – "გეცხოვროთ საინტერესო დროში" (May You Live in Interesting Times).

ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(R)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics