08:01 - 23 May, 2019
2019-05-13 11:25:44, 228 ნახვა
კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები იყვნენ

არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი კახა კალაძემ გაანცხადა.

მისი შეფასებით პარტიაში განახლება ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა, შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ახალი სახეების მიღება და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა და არ შენელებულა პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ყოველთვის მოდიან ადამიანები, ხდება მათთან გასაუბრება და შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2020 წელს, ამას ვნახავთ. ჯერ ადრეა საუბარი დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი საზოგადოებითვის“, – განცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics