17:51 - 23 May, 2019
2019-05-13 11:00:04, 299 ნახვა
ვენესუელელი გენერალი სამხედროებს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს

ვენესუელის საჰაერო ძალების გენერალი რამონ რანგელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც გენერალმა აღნიშნა, ვენესუელის მთავრობა მადუროს მთავარი მოკავშირის, კუბის „კომუნისტური დიქტატურისგან“ იმართება.

"ჩცენ უნდა გამოვნხოთ გზა, რათა შიში ავიცილოთ თავიდან, გამოვიდეთ გარეთ, გავაპროტესტოთ და პოლიტიკური სისტემის შეცვლისთვის სამხედრო ერთიანობა გამოვიჩინოთ", - განაცხადა გენერალმა. 

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის დროს, მას ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად პოზიცია არ გამოუხატავს. 

ცნობისთვის, 30 აპრილს ხუან გუაიდომ სამხედროებს და ვენესუელის მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ ღიად მოუწოდა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics