17:26 - 27 May, 2019
2019-05-13 10:31:48, 235 ნახვა
ნათია თურნავა: ეკონომიკის სამინისტრო იქნება სანიმუშო

„მე ვხედავ ამოცანებს, რომლებიც გვაქვს მისაღწევი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთავრობისთვის მისაღებ ტემპს არათუ არ ჩამოვრჩეთ, არამედ ჩვენი სამინისტრო იყოს სანიმუშო, იყოს დრაივერი ამ თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირასთან" ინტერვიუში.

ნათია თურნავას განცხადებით, ყველა სამთავრობო გეგმას შესრულების სხვადასხვა ვადა აქვს. „კონკრეტული დარგობრივი თუ ქვედარგობრივი სტრატეგიები პროფილური სააგენტოების მიერ გადაიხედება. ეს გეგმები, მართალია, აქამდეც იყო დეტალურად გაწერილი, მაგრამ ისინი განახლდება. ყველა გეგმას ეყოლება პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხს აგებს მის შესრულებაზე. ყველა ამ გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი კი პირადად მე ვიქნები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.  

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics