11:21 - 27 May, 2019
2019-05-11 15:21:13, 363 ნახვა
ნათია მეზვრიშვილმა ქობულეთის განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი დაათვალიერა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისტემური განახლების ფარგლებში, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი გამეზარდაშვილმა, ქობულეთის განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს.

ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. საგრძნობლად გაუმჯობესდა იზოლატორის საკნებში არსებული პირობები, სადაც უზრუნველყოფილია სათანადო განათება, ვენტილაცია და გათბობა. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებული იქნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. იზოლატორი აღიჭურვა ახალი ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, შესაბამისად სრულად აღმოიფხვრა ვიდეომონიტორინგის განხორციელებასთან და ჩანაწერების შენახვასთან დაკავშირებით მანამდე არსებული ხარვეზები. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, იზოლატორში ასევე მოეწყო სამედიცინო ოთახი. სამედიცინო პუნქტმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო და იზოლატორში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ნაცვლად, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

ნათია მეზვრიშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ გუშინ გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ანგარიშში ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში პოლიციის, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics