სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:14 - 25 May, 2019
2019-05-11 13:39:14, 319 ნახვა
პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, რაც გულისხმობს ანაკლიის პორტის მშენებლობის სწრაფი ტემპებით დაწყებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უმოკლეს ვადაში უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა მისი ტრანზიტული ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაცია მოხდეს.

„კიდევ ერთხელ მსურს, დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ის, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ამ პროექტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულები. ვიტყოდი, რომ დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე და კონკრეტული შედეგი ჩვენთვის არის მშენებლობის დაწყება, დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ჩვენი პორტის სრულფასოვანი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე, იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics