17:44 - 27 May, 2019
2019-05-11 10:03:30, 381 ნახვა
გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამებისეკლესიასთან მისასვლელ 5.6 კმ-იანი გზის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ 300 მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანებულ მონაკვეთზე, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტექნიკურისამსახურების, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს. სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.

„გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს. ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics