18:11 - 23 May, 2019
2019-05-10 18:53:09, 390 ნახვა
მათიკაშილი: მარტო სამების ტაძრის აგება რად ღირს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია

"სამწუხაროა როდესაც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ერთი მხრივ ამომრჩევლის მოსყიდვას და მეორე მხრივ, საერთო ეროვნულ, არ შემეშინდება თუ ვიტყვი რომ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აგერ უკვე 25 წელზე მეტია, რაც ახორციელებს საქართველოში. საინტერესოა, საიას აზრით როდიდან დაიწყო ფონდმა ქართუმ ამომრჩევლის მოსყიდვა: ალბათ მაშინ როდესაც ფილანტროპის მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა საზოგადოების მცირე ნაწილმა, სამაგიეროდ, მისი ქველმოქმედების შედეგით ყველა ვამაყობდით, რად ღირს თუნდაც სამების საკათედრო ტაძრის აგება, რომელიც ჩვენი ეროვნული სულიერების განუყოფელი ნაწილია დღეს დღეობით. თუ მაშინ როდესაც სრული უსახსრობის პირობებში ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრება გაჩერებისა და კოლაფსისგან ისევ ფონდმა ქართუმ იხსნა. და ეს ძალიან მცირედი ჩამონათვალია ქველმოქმედებისა , რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განხორციელდა.  ეკლესია მონასტრების მშენებლობა და მათი მოხატვა, მით უმეტეს კერძო ფონდის მიერ, არ წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას, ამიტომ კეთილი საქმის, მით უმეტეს საერთო ეროვნული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!"

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics