17:25 - 27 May, 2019
2019-05-10 17:16:19, 349 ნახვა
გახარია: ჩვენი მიზანია ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს

"ამ რეგულაციით, ჩვენი მიზანია ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ მთავრობის ინიციატივა.

გახარიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ ინიციატივა ძალაში უახლოეს მომავალში შევა. 

 

„ჩვენი მიზანი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვანებსა და ნასამართლევ პირებს. გარკვეული შემთხვევების შემდგომ, მას შემდგომ რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრების რაოდენობა იყო გაზრდილი, და ვნახეთ, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზები, ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი გახლავთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ახლო მომავალში შევა ძალაში. ძირითადი მიზნები, გახლავთ ის, რომ პირველ რიგში  არასრულწლოვნების ცივ იარაღზე წვდომა იყოს შეზღუდული, ნასამართლევი პირების წვდომა იყოს შეზღუდული. შესაბამისად, ამას აქვს ძალზედ სერიოზული პრევენციული ძალა. მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და იმედია პარლამენტში სწრაფად გავივლით ამ ცვლილებებს",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

(NS)




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics