07:10 - 23 May, 2019
2019-05-10 16:17:26, 304 ნახვა
გახარია პანკისზე: როგორც ჩანს არ იყო საკმარისი ანალიზი და სამწუხარო შედეგი მივიღეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც საკმარისი ანალიზი არ იყო.

გახარიას შეფასებით, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია. 

„როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყებების მიერ, მათ შორის შს სამინისტროს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს, რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ნაბიჯები განპირობებული იყო ინვესტორის ინტერესების დაცვიდან არა, ინვესტორის თანამშრომლების დაცვიდან გამომდინარე და უსაფრთხოების მართლწესრიგის გარანტიიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრე წარმოვადგენდი ეკონომიკის სამინისტროს, მე წარმოვადგენ შს სამინსიტროს და რა კრიტერიუმით ან რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია, შს სამინსიტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა შს სამინისტრომ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხის. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც ვასრულებდით,თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პასუხისმგებლობა ყველას თავის ნაწილში აქვს, ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და როგორც ჩანს ჩვენს ნაწილში არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics