11:21 - 27 May, 2019
2019-05-10 15:51:45, 410 ნახვა
პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული: სასტუმრო „მამიდაში“ „კათარზის“ გახსნა მინდოდა

სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა. 

როგორც ხუცურაულმა აღნიშნა, მას სასტუმრო "მამიდაში" მოხუცთა თავშესაფრისა და "კათარზისის" გახსნა უნდოდა. მისივე მტკიცებით, ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო "მამიდა" იჯარით ჰქონდა აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლის მოთხოვნით მიმართა.

ბრალდებულის თქმით, ზინაიდა ქორიძემ გარკვეული პერიოდი ითხოვა და უთხრა, რომ შენობას იმ მომენტში ვერ დაცლიდა, რაზეც ხუცურაულისგან თანხმობა მიიღო. ამასთან, ხუცურაული წარდგენი ბრალს არ აღირებს. 

დაცვის მხარე ხუცურაულისთვის 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ცნობისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული 8 მაისს დააკავეს.

 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics