17:38 - 27 May, 2019
2019-05-10 15:33:39, 313 ნახვა
მამუკა ბახტაძე: მოსახლეობის ინტერესებს დავიცავთ, მაგრამ ჰესები აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებოთ, ჰესები აშენდება, თუმცა ეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.  

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე  ეკონომიკის განვითარებას , სიღარიბის დაძლევას, იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ეროვნულ ეკონომიკაში  ობიექტურად გვჭირდება, ვერ შევძლებთ.  მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებობს 2 დარგი ეკონომიკაში, რომელიც უნდა უსწრებდეს მთლიანი ეკონომიკის განვითარებას, ესაა ტრანსპორტი და ენერგეტიკა, შესაბამისად, ჩვენ ამაზე განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე ენერგეტიკაში, ჩვენ არასდროს არ გავაკეთებთ იმას, რომ ეს პროექტები აშენდეს ადგილობრივი მოსახლეობის ან ეკოლოგიის ინტერესების ხარჯზე, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ძალიან მაღალ სტანდარტს, როდესაც საუბარია მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, მაგრამ ამავე დროს აშენდება ჰესები. ჩვენ გვჭირდება ის ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი პანკისის ხეობაში შექმნილ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ისტორიულად პრობლემატური რეგიონია და ამ პრობლემების გადაჭრა გეგმაზომიერად უნდა მოხდეს. 

„რაც შეეხება პანკისს, შესაბამისი უწყებები ამის ანალიზს აკეთებენ,და მე საზოგადოებას შევპირდი, რომ როდესაც იქნება ანალიზი, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან პანკისის ხეობაში ინტენსიური დიალოგია, არსებობს რეგიონის განვითარების გეგმა, რომელშიც მონაწილეობა თვითონ რეგიონის მოსახელეობას აქვს მიღებული. ვფიქრობ, იქ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივაა. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პანკისზე, ჩვენ რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ  ამ ულამაზეს კუთხეში ისტორიულად დაგროვილი პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს, ჩვენ ამას ობიექტურად უნდა შევხედოთ, ეს არის  დღევანდელი რეალობა და ამ პრობლემებს სჭირდება გადაჭრა. რა თქმა უნდა, ამ პრობლემების გადაჭრა 1და2 დღეში არის წარმოუდგენელი, უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად და პირადად მე, მაქვს რწმენა, რომ ის განვითარების გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, ძალიან კარგად პასუხობს მოსახლეობის იმ გამოწვევებს, რომელიც  ობიექტურად დგას პანკისის ხეობაში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics