07:30 - 23 May, 2019
2019-05-10 10:53:31, 281 ნახვა
პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს, 15:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. 

მათი თქმით, მაჩალიკაშილის მიმართ წაყენებული ბრალი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გათვალისწინებით, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ვიკრიბებით, ეს უბრალოდ იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება. მალხაზ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.  მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგიჟებამდე მიიყვანეს. ამას ნამდვილად ვამჩნევთ, ვხედავთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ამაზე რაიმე სახის რეაგირება. როდესაც ასეთი ქეისებია, თუნდაც როგორიც თემირლანის ქეისია, რა სახის ნდობა შეიძლება გვქონდეს“, -აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა აცხადებს, რომ თუ მის შვილს დაიჭერენ, ის პროტესტის გასაგრძელებლად პარლამენტის წინ მის ნაცვლად დადგება.

„თუ ჩემი შვილი დააკავეს, მე ნამდვილად ან მთავრობა მომკლავს ან პარლამენტის წინ ვიქნები. სუს-მა, თვით იმათმა იციან, რომ ნამდვილად უდანაშაულოდ მოკლეს ის ბავშვი და კიდევ აწამებენ ამ ჩემს შვილს. ჩემს ოჯახში იარაღი და რამე არ ვიცით, საერთოდ ტერორიზმი რა იყო არ ვიცოდით. თვითონ ისინი არიან ტერორისტები,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა ელენე მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სუს-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის თვალთვალს სთხოვს. სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics