08:22 - 23 May, 2019
2019-05-10 10:27:56, 281 ნახვა
აფბა-ს პრეზიდენტი: მომეწონა ნათია თურნავას ხედვა, რომ მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგიის განახლება

„საქართველოს ეკონომიკაში გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ პირადად ჩემთვის მინისტრთან შეხვედრაზე ძალიან საინტერესო იყო მისი მხრიდან აქცენტირებულად ყურადღების გამახვილება კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, რადგან ამ სექტორის განვითარების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარება", - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განაცხადა, რომელმაც ეკონომიკის ექსპერტებთან და მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნათია თურნავას ინიციატივით გამართულ შეხვედრაში. დარგის წარმომადგენლებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკუთარი ხედვები, გეგმები და  პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

 „მე მომეწონა ნათია თურნავას ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ  მოხდება კაპიტალის ბაზრის განვითარების არსებული სტრატეგიის განახლება. შესაბამისად, მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ  საპენსიო რეფორმის განხორციელებასთან ბმაში ამ მიმართულებით  მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული", - განაცხადა შოთა გულბანმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics