17:42 - 27 May, 2019
2019-05-10 10:01:49, 337 ნახვა
იოსებ არჩვაძე - ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო

„დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ", - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იოსებ არჩვაძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ აქცენტირებული ორი პრიორიტეტული საკითხი - ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია.

„აღნიშნული საკითხების ირგვლივ გაშლილი დისკუსია გამოხატავდა დღეს საზოგადოებაში და მის ინტელექტუალურ ელიტაში დაგროვებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს და ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული რეკომენდაციები, მოსაზრებები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკეთ წარმართოს თავისი აქტიური პოლიტიკა ინვესტირების, ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics