07:20 - 23 May, 2019
2019-05-09 16:04:55, 311 ნახვა
თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის საზღვაო კომპანია Tallink Grupp-ის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის" წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია გეგმავს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ესტონურ მხარეს გააცნო საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რეგიონში და აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა და სემინარებში. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე, ქვეყანაში ტურიზმის სფეროსა და ტურისტების მზარდ დინამიკაზე.

AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია. კომპანიის 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა.

AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების  უზრუნველსაყოფად.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანია ტალინკის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი  ესწრებოდნენ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics