11:39 - 27 May, 2019
2019-05-09 11:00:35, 424 ნახვა
ვაკის პარკთან კიდევ 2 პირი დააკავეს

ვაკის პარკთან, სადაც ორი აქცია მიმდინარეობს, კიდევ 2 პირი დააკავეს. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, კონტრ-აქციის ერთ-ერთი მონაწილე "უკვდავთა პოლკის" მონაწილეების მისამართით უცენზურო ლექსიკას იყენებდა, რის გამოც პოლიციამ ის დააკავა. 

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics