07:09 - 23 May, 2019
2019-05-09 11:03:53, 305 ნახვა
ბახტაძე პრემიერად გახარიას დანიშვნაზე - მსგავს ჭორებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

„რაც მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - იგეგმება თუ არა მის ადგილზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება.

„მე არაერთხელ განვაცხადე, თუ რით ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც მთავრობის ესა თუ ის წევრი იცვლება. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, გვაქვს წარდგენილი ერთიანი სამთავრობო გეგმა და ამას შესრულება სჭირდება, სჭირდება კონკრეტული შედეგების მიტანა მოქალაქეებამდე. ამოცანები არის რთული, ეს მოითხოვეს ძალიან მაღალი ხარიხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილებების ნაწილი დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას შეიტყობთ. ამ ეტპზე მსგავსი არაფერი იგეგმება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics