07:34 - 23 May, 2019
2019-05-09 10:32:50, 316 ნახვა
პრემიერი: 9 მაისი განსაკუთრებული დღეა - საქართველომ ამ ომში ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე  განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და მათ ოჯახებს და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

"დღეს განსაკუთრებული დღეა კაცობრიობის ისტორიაში - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მსურს, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვსნის წინაშე", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაური უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და თბილისის მერთან  ერთად იმყოფებოდა.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics