17:29 - 27 May, 2019
2019-05-08 16:24:28, 370 ნახვა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა.

გეგმის თანახმად 2020 წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით გაიზრდება - 5 304 175 ლარით და იქნება 23 066 810 ლარი.

სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 38 პროგრამას განახორციელებს.

სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება.

მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2020 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში იგეგმება შემდეგი ცვლილებები:

„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში იგეგმება რევმატოიდული ართრიტით დაავადებული 10 პაციენტისათვის ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის ხარჯების დაფარვა. რევმატოიდული ართრიტი, პროგრესირებადი აუტოიმუნური ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეუქცევად დესტრუქციას, საბოლოოდ შეზღუდულ შესაძლებლობას. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მიზანია დაავადების რემისიის ან დაბალი აქტივობის მიღწევა, რის შედეგადაც შესაძლებელია მოსალოდნელი დაინვალიდებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილება. 2020 წლისათვის იგეგმება ქვეპროგრამის ბიუჯეტის გაზრდა, არანაკლებ 1 000 000 ლარით და გახდეს 2 800 000 ლარი.

,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2020 წლისათვის იგეგმება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე 3 პაციენტისათვის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსება უცხოეთის სამკურნალო დაწესებულებებში. შესაბამისად დაგეგმილია ბიუჯეტის ზრდა, არანაკლებ 300 000 ლარით და იქნება 800 000 ლარი. დაგეგმილია “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 500 000 ლარით და გახდეს 2 500 000 ლარი. ასევე იგეგმება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტის ზრდა 1 500 000 ლარით. სოციალური დაცვის მიმართულებით იგეგმება სამი ახალი პროგრამის ამოქმედება:

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება“ ოჯახების რომელთაც ჰყავთ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვი, პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა (144 000 ლარი), მომართვის მომენტში ოჯახი არ არის რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და/ან არ არის ჩართული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში“ - სოციალური 3-თვიანი ვაუჩერი (თვეში 80 ლარი).

„ბავშვის მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა“ - სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 100 000-ის ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვი, პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ბავშვის მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა (თვეში 60 ლარი), გარდა ქ. ბათუმში რეგისტრირებული ოჯახებისა.

„მზრუნველობამოკლებულ სრულწლოვან პირთა დახმარება“ - სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მზრუნველობამოკლებულ სრულწლოვან პირთა (18-დან 25 წლამდე) ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა (დღეში 16 ლარი).

„ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში 2020 წლიდან ბენეფიციარს დაუფნანსდება არაუმეტეს 8 კურსისა (ნაცვლად 7-სა) და კურსის ტარიფი განისაზღვრება 330 ლარის ოდენობით (ნაცვლად 233 ლარის). სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ნაცვლად იგეგმება „ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის განხორციელება, რაც განპირობებულია მომართვიანობის ანალიზით და ზემოაღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობების გართულებათა რისკის შესამცირებლად.

„ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამაში დაგეგმილია დაფინანსებისა და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის კურსის ტარიფი ნაცვლად 144 ლარისა, იქნება 152 ლარი.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ - 2020 წლიდან პროგრამის სამიზნე ჯგუფი განისაზღვრება 2 წლიდან 18 წლის ასაკის ჩათვლით, ნაცვლად 15 წლის ასაკისა (ბენეფიციარებს გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად) ბავშვები.

2020 წელს გაგრძელდება პროგრამის „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბლიტაცია“. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლეთა ასაკი იზრდება 2 წლამდე, ნაცვლად 1 წლისა. მომსახურება გაეწევა 130 ბენეფიციარს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა“ - იზრდება ბიუჯეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროგრამით გათვალისწინებული ელექტროეტლების რაოდენობის ნაცვლად 10-ისა, იგეგმება 20 ერთეული.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა“ - პროგრამა ამუშავდა 2018 წლიდან. საბიუჯეტო წლის განმავლობაში გამოიკვეთა ზოგიერთი დამხმარე საშუალების პრიორიტეტულობა. აქედან გამომდინარე, იგეგმება ბიუჯეტის ზრდა. იგეგმება ე.წ. ტრანსფერის ტიპის მობილური ამწეს დაფინანსებაც.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics