18:28 - 27 May, 2019
2019-05-08 13:02:18, 326 ნახვა
ზაურ დარგალი ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

კანდიდატი, მსგავსი შეხვედრების გარდა, კარდაკარის პრინციპით, ქალაქ მარნეულში მცხოვრებ ოჯახებს სტუმრობს და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. იგი მოქალაქეებს  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ზაურ დარგალმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას, ყურადღება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტზე გაამახვილა.

მისი განცხადებით, 2019-2020 წლებში განხორციელდება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროექტი, რომლის დასრულების შემდგომ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კანდიდატის განცხადებით, ქალაქ მარნეულში ასევე იგეგმება ცენტრალური სტადიონის „ალგეთი არენას“ რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდგომაც, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნება.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics