სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
11:10 - 25 May, 2019
2019-05-08 11:26:58, 324 ნახვა
სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: ეჭვის საფუძველი არის - გამოძიებას უნდა დაველოდოთ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიგურირებს. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეჭვის საფუძველი არსებობს და საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.  

"იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ყველამ ერთად ვიხილეთ. თავისთავად ცხადია გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიში პარლამენტის სესიაზე, სადაც მათ შორის საუბარი იყო ბერი სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე და იმ ჯგუფთან გარკვეულ კავშირებზე, აქაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეჭვის საფუძველი ნამდვილად არის, დანარჩენზე ჩემი მხრიდან ზედმეტი კომენტარი არასწორი იქნება. გამოძიებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება თემირლან მაჩალიჩაკაშვილის საქმეს, ის აბსოლუტურად განყენებულია და ამ საქმესთან კავშირში არ არის. შესაბამისად, ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და ველოდებით დასკვნებს. პროკურატურამ გააკეთა განცხადება რომ ეს საქმე ორი თვის ვადაში სავარაუდოდ, დასრულდება", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის მომზადებას ედავება.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics