17:13 - 23 May, 2019
2019-05-07 21:57:16, 454 ნახვა
ვინ დაიკავებს რკინის ტახტს-სტივენ კინგმა მინიშნება მოგვცა (ვიდეო)

საშინელებათა ჟანრის წიგნების რეკორდსმენი მწერალი სტივენ კინგი GOT-ის ფინალური სერიის შესახებ სპოილერებს ავრცელებს-მისი თქმით ვესტეროსის რკინის ტახტს "დიდი გულის მქონე პატარა მამაკაცი დაიკავებს".

უცნაურია თუ რატომ ამხელს კინგი მისი მეგობრის ჯორჯ მარტინის წიგნებზე დაყრდნობით გადაღებულ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სერიალის ფინალს უცნობია. და ეს მაშინ, როცა თვითონ მარტინი და პროექტში ჩართული  პირები ფინალური სერიის სიუჟეტს საიდუმლოდ ინახავენ.
ცნობილია, რომ ჯორჯ მარტინი და სტივენ კინგი ერთმანეთს 90-ი წლებიდან იცნობენ, აგრეთვე ვიცით ისიც, რომ მარტინი კინგს წიგნის დაწერის დროს ხშირად ხვდებოდა და შესაძლებელია მის იდეებსაც ითვალისწინებდა სიუჟეტში.
მეორე და ალბათ ყველაზე საინტერესო "სპოილერი" მეორე სეზონის ფინალიდანაა, როცა დეინერისი ალის კვალში გახვეულ ვესტეროსს სიზმარში ხედავს, სამეფო დარბაზის სახურავი ჩამონგრეულია , ხოლო იატაკი თეთრია-მაშინ მაყურებლები ვარაუდობდნენ, რომ ეს თოვლია , მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ "ღამის მეფის" არმია ვინტერფელში დამარცხდა და ჩნდება ეჭვი, რომ იატაკი ფერფლშია.
"დეინერისი თავის მომავალს ხედავდა, ის დაწვავს სამეფო ნავსადგურს, მაგრამ დედოფალი არ გახდება, რადგან ხილვაში ეს არ ყოფილა, და თუ გახდება, მას ხალხი "ფერფლის დედოფლად მონათლავს",-წერს TOOGEEK.
შეგახსენებთ, რომ სერიალ "სამეფო ტახტის თამაშების" დასკვნითი სეზონის მეხუთე სერია კვირას 12 მაისს გამოვა.

 

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics