17:27 - 27 May, 2019
2019-05-07 17:51:57, 320 ნახვა
„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“აქტიურად არის ჩართული სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში. თელავის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მესამე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

სამდღიანი მუშაობის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან გაიწმინდა ანთოკისხევი, ლაგოდეხში მოწესრიგდა სოფელ  მაწიმის და ჭიაურის სავარგულები; სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურსა და ფშაველში; ასევე, ყვარელში წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა და მოწესრიგდა.

ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია; მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე დაშრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics