11:20 - 27 May, 2019
2019-05-07 16:09:44, 450 ნახვა
სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.

სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.

შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

გთავაზობთ ბიოგრაფიას:

დაბადების თარიღი: 24 აგვისტო, 1946 წ. 

განათლება:

1965-1970 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, ვაჭრობის ეკონომიკა.

1973-1978 წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

29.03.1976-22.03.1977 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი.

22.03.1977-12.07.1980 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.

12.07.1980-21.10.1983 წწ.- ქ. თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი.

21.10.1983-16.05.1985 წწ.- შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსი.

16.05.1985-22.02.1991 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი.

22.02.1991-1997 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

05.11.1997-15.04.2002 წწ.- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

15.04.2002-05.07.2004 წწ.- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).

 

22.01.2019-დღემდე - შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.

დაჯილდოება: - მედალი ,,საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისი;

,,ღირსების ორდენი“ – 2002 წელი.

წოდება: გენერალ-მაიორი

ტრენინგი:

04.02.1999წ. - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ,,ალკოჰოლის, თამბაქოს და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს“ სასწავლო პროგრამა (სერტიფიცირებული).

12.06 - 13.06.1994წ. - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ვარშავის ბიუროს მოსამართლეთა გადამზადების კურსი (სერთიფიცირებული).

2003-2005 წწ.- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, სამართლის დოქტორი - პროფესორი;

2005 – 2009 წწ.- სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პროფესორი;

2009 - დღემდე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დეკანი;

1993 – 2016 წწ. - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;

2016 - დღემდე - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.

საერთაშორისო სპორტის ოსტატი და სამგზის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.

ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics