07:11 - 23 May, 2019
2019-05-07 15:56:27, 312 ნახვა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გზა გაწმედნილია ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 37-ე კმ-მდე და პარალელურ რეჟიმში,  გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხირდანაც იწყება.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მზის პანელების ქარხნის გახსნა ქუთაისში






4 ფეხბურთელს პატიმრობა, 7-ს კი, 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა
ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სააუდიტორიო საქმიანობა შეუჩერეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics