17:26 - 27 May, 2019
2019-05-07 13:18:43, 385 ნახვა
ბესელია „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "რუსთავი2"-ის ირგვლივ "ექსპერიმენტების ჩატარება" ქვეყნისთვის სახიფათო იქნება. მან "ქართულ ოცნებას" გამოწვევების გაცნობიერება ურჩია. 

„ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება", - აცხადებს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიაზე შეტევის ახალი ფაზა დაიწყო. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics