17:25 - 27 May, 2019
2019-05-06 19:03:52, 340 ნახვა
ქობულია თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებზე: ვერავინ ამიხსნა რა შენიშვნები ჰქონდათ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრისთვის გიორგი ქობულიასთვის გაუგებარია რატომ გადააყენეს ის თანამდებობიდან. 

ქობულია კითხვას, თუ რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან პასუხობს, რომ ვერავინ აუხსნა, თუ რა შენიშვნები ჰქონდათ მასთან.

ყოფილი მინისტრის განცხადებით, მას შეუძლია დაინტერესებული პირებისთვის ანგარიში წარადგინოს, თუ რას აკეთებდა ის თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

„მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს, სამინისტროს ცუდი მართვა, მე ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმითი, თუ როგორ ვმართავდი მე სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა მე, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, მე ეს ანგარიშში შემიძლია წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც მე კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი. არც ამ ეტაპზე და არც მომავალში, იმიტომ რომ მე გონია, რომ ამაზე მეტი რომც ვთქვა კიდეც, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულიასთან სატელეფონო ინტერვიუს რუსთავი 2 ავრცელებს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics