17:24 - 27 May, 2019
2019-05-05 11:32:28, 367 ნახვა
გიორგი შენგელია დევნილთა დასახლებაში საფეხბურთო ტურნირს დაესწრო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი გიორგი შენგელია თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა ჩასახლებაში, საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირს დაესწრო. ამ ტურნირში სულ 10 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა, მათგან პირველი ადგილი კომბინატის დევნილთა საფეხბურთო გუნდს ერგო.

ტურნირს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე, ასევე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მურად აბლოთია ესწრებოდნენ.

გიორგი შენგელიას განმარტებით, მსგავსი ტურნირების ჩატარება მისასალმებელია, რადგან ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

NS




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დამოუკიდებლობის დღე - პიდაპირი ეთერი






ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა
პატრიარქი - მრავალი ქართველი ციხეში იმყოფება ქურდობისათვის, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ისინი კარგად მოიქცევიან

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics